მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, პასუხისმგებლობა "ოცნებაზეა" - გელა მთივლიშვილი

27.01.25 13:35
მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, პასუხისმგებლობა "ოცნებაზეა" - გელა მთივლიშვილი

 

 

"მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ციხის პირობებში მზია ამაღლობელის შიმშილობა ჟურნალისტის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. მისი თქმით, ამაღლობელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელნი არალეგიტიმური ხელისუფლების ის წევრები არიან, ვინც ამაღლობელს ცივსისხლიანად უსამართლოდ სჯის. 

მზია ამაღლობელს თავისუფლების პირობებშიც ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა მრავალმხრივ. ციხის პირობებში შიმშილობა მისთვის არის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი. არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი, არამედ უახლოეს დღეებში შეიძლება, მზიას სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე. ეს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ინარჩუნებს ძალაუფლებას არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, არის ცივსისხლიანი სრულიად, ადამიანურობისგან და ჰუმანურობისგან დაცლილი, მათ არ ესმით და არ ეყურებათ, რომ მზიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და პერსონალურად ამ გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობაა, თუკი მზიას რაიმე დაემუქრება, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები