აქცია “ლიბერთი“ ბანკთან - პენსიონერები სესხებზე პროცენტის დაწევას ითხოვენ

27.01.25 13:42
აქცია “ლიბერთი“ ბანკთან -  პენსიონერები სესხებზე პროცენტის დაწევას ითხოვენ

საპენსიო ტვირთად ქცეული სესხები -ხანდაზმული ადამიანები პროცენტის დაწევას ითხოვენ.

ისინი ამ წუთებში “ძლიერი საქართველოს“ წევრებთან ერთად, “ლიბერთი“ ბანკთან არიან შეკრებილები.

ეს ადგილი მათ საგანგებოდ შეარჩიეს, რადგან რამდენიმე დღის წინ ბანკის ერთ-ერთა ხელმძღვანელმა, ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ პენსიონერებს სესხებს ბანკი 22 პროცენტში აძლევს.

ხანდაზმულები ამბობენ, რომ ეს ტყუილია, რადგან მათ ხელშეკრულებები 29-პროცენტიან სესხზე გაუფორმეს.

ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ ოვერდრაფტები, რომლებიც მოტყუებით გაუფორმეს პენსიონერებს, სინამდვილეში არ არსებობს და ისინი მზად არიან, ნებისმიერ პენსიონერს, შეუცვალონ, ასე ვთქვათ, ამოუტრიალონ ოვერდრაფტი, თუ პენსიონერი მიაკითხავს და ამას მოითხოვს. მეორე ტყული, რომელიც რუხაძემ ეთერში განაცხადა, არის ის, რომ 22 პროცენტში აქვთ სესხები, მე მინდა, მოვითხოვო ლიბერთისგან, რომ დაუყოვნებლივ, ყველა პენსიონერის სესხი შემცირდეს 22 პროცენტამდე, რადგან დღეს ისინი სესხებ 29, 30 და 31 % გასცემენ. მესამე დიდი პრობლემა რის ასევე პანდემიის დროს გამოტანილი გახანგრძლივებული სესხები, რომლებიც მათივე უკითხვადა, 2-3 წლით გაუხანგრძლივეს“- განაცხადა თურაზაშვილმა.

ბანკის სათაო ოფისთან შეკრებილი პენსიონერები განცხადებას შეიტანენ ორი მთავარი მოთხოვნით: ოვერდრაფტების განულება და პროცენტის დაწევა.

მსგავსი სიახლეები