აქტივისტის საქმე - ადვოკატი ამტკიცებს, რომ ჩვენებები ყალბია და გრამატიკული შეცდომებიც კი იდენტურია
უკვე 2 საათია საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ადვოკატმა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობა მოითხოვა. ინტერესების დამცველი ამტკიცებდა, რომ მოწმეების ჩვენებები ყალბია და ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ ისინი ერთმანეთის იდენტურია. მისი თქმით, ჩვენებებში გრამატიკული შეცდომებიც კი მეორდება.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაკავების მომენტში გამომძიებლის ოქმი შედგენილი არ ყოფილა და 26 წლის ახალაგზრდა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.
ადვოკატმა ასევე თქვა, რომ მოწმე თარიჯამანი, რომელიც თითქოსდა ნეიტრალურია, სინამდვილეში შსს-მიერ არის დაქირავებული და მას სხვა არაერთ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული.
შეგახსედნებთ, რომ ანტონ ჩეჩინს "ოცნების" გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა - შენახვას ედავება. დაკავებული ამტკიცებს, რომ მას პოლიციამ ნარკოტიკები ჩაუდო.
26 წლის ახალგაზრდა საქართველოში რუსეთიდან მასე შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში რუსული რეჟიმის შევიდა და ომი წამოიწყო. ჩეჩინის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ის ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩეჩინი უკვე საქართველოში გამართულ აქციებში მონაწილეობდა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მგელიაშვილი, დატოვებს პატიმრობაში თუ დააჯარიმებს დაკავებულ ახალგაზრდას, ცნობილი ცოტა ხანშ გახდება.
მტკიცებულებების არდაშვებას ითხოვს