მიხეილ სარჯველაძემ ღონისძიება, რომელიც მისივე ორგანიზებული იყო, 7 წუთში დატოვა

27.01.25 15:09
მიხეილ სარჯველაძემ ღონისძიება, რომელიც მისივე ორგანიზებული იყო, 7 წუთში დატოვა

მიხეილ სარჯველაძემ ღონისძიება, რომელიც მისივე ორგანიზებული იყო, 7 წუთში დატოვა - “ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს, სულ რამდენიმე წუთით შეხვდა. 

სარჯველაძე მას შემდეგ გახდა იძულებული შეხვედრა დროზე ადრე დაეტოვებინა, რაც ჟურნალისტებმა გასაქანი არ მისცეს და სინდისის პატიმარზე, მზია ამაღლობელზე ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს.

არალეგიტიმური  მთავრობის წარმომადგენელს არ ჰქონდა პასუხი ელემენტარულ კითხვაზე- რატომ არ ამონიტორინგებს სამინისტრო მოშიმშილე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

წყობიდან გამოსული ოლიგარქის მინისტრი ჟურნალისტებს თითის ქნევით ემუქრებოდა.

კითხვების პირისპირ მყოფ „ოცნების“ ჩინოვნიკს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ე.წ თავმჯდომარე გამოესარჩლა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც  მან იცოდა არაფერი მოშიმშილე ჟურნალისტის შესახებ.

მსგავსი სიახლეები