სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმეს

27.01.25 15:26
სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმეს

 

 

“დროას“ წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმეს.

აქტივისტი სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდა.

არ ვიცი უკევ რამდენი ათასია ჯარიმა, არ მაინტერესებს, არ ვაპირებ არცერთი ჯარიმის გადახდას, ვაპირებ დაუმორჩილებლობის გაგრძელებას“, - თქვა სიჭინავამ, 

წინასასამართლო პროცესზე აქტივისტი ხალათითა და ჩუსტებით მივიდა, მას ეკეთა ბალაკლავაც. პარტიის ცნობით, სიჭინავა აქციაზე ბალაკლავის ტარების გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს. მანამდე სიჭინავა დააკავეს და შემდეგ დააჯარიმეს აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების გამოც.

იმავე დღეს, აქტივისტი ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე აქციაზე საბავშვო ნიღბით მივიდა. 

მსგავსი სიახლეები