ანტონ ჩეჩინის სიტყვა სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს. პროევროპული აქციების მონაწილე ამბობს, რომ წარდგენილ ბრალდებაში (ნარკოდანაშაულის ბრალდება) თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მე მაქვს საბუთი, რომ ვარ პოლიტიკური დევნილი რუსეთიდან. როცა საქართველოში ჩამოვედი ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციას აბრალებდნენ, რომ ის ერეოდა საქართველოს შიდა საქმიანობაში.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მოქალაქეების გარდა საქართველოს მოქალაქეებიც დააკავეს. მაქვს ეჭვი, რომ ჩვენს პროტესტში მონაწილეობას მოჰყვა ეს ქმედება.
თქვენთვის ეს საქმეები ცნობილი უნდა იყოს, რადგან იმ საქმეებსაც თქვენ იხილავთ.ჩემს წარსულში, რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური ქმედებებიდან გამომდინარე, უკან დასაბრუნებელი გზა არ მაქვს. საქართველოს ტერიტორიაზე მაქვს მუდმივი საცხოვრებელი ბინა და ცოლს შეუძლია, დამიდგეს თავდებში, რომ მე არსად გაქცევას არ ვაპირებ.
მე ორივე მხარის გარემოებებს ვიღებ, დაცვის და ბრალდების. მიუხედავად იმისა როგორ გადაწყდება ჩემი საკითხი, ვშუამდგომლობ იმაზე, რომ ვინიცობაა არ გამიშვან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამედიცინო დახმარება იყოს უზრუნველყოფილი"- თქვა დაკავებულმა.
ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა-ქვეპუნქტის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.