მზია ამაღლობელი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური ტყვე-მედიის პროტესტი პროკურატურასთან
“სინდისის პატიმარ, მზია ამაღლობელს, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს პატიმრობიდან” – ამ მოთხოვნით პროკურატურასთან აქცია იმართება.
ჟურნალისტები, რომლებიც კოლეგის მხარდასაჭერად დაკავების დღიდან იბძვიან, ამბობენ, რომ “ქვეყანაში უკვე განგაშის ზარია ასატეხი“.
“ამ ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური ტყვე“, - განაცხადა ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ
ქვეყანაში უკვე განგაშის ზარია ასატეხი, იმიტომ რომ მე-16 დღეა, ჟურნალისტი ქალი, “ოცნების“ პოლიტიკური ტყვე, შიმშილობს. შემზარავი იყო ჯანდაცვის მინისტრად წოდებული კაცის მოსმენა, რა ენით , ლექსიკითდ ა ტონალობით ესაუბრებოდა მედიას, როცა მთავრი თემა მძიას ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ამ ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური ტყვე, იმიტომ რომ ქვევით შემსრულებელი, პოლიცელი, დამჭერი და ჩვენების მიმცემი ემსახურება იმ ერთ კაცს. ბაჩიაშვილი ჰყვებოდა, რომ კვირაში ორჯერ-სამჯერ ივანიშვილის კარზე დადიან ეს ამაზრზენი მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც პოლიტიკურ ტყვეებს უშვებენ ციხეში. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება, პირველ რიგში ივანიშვილს და მას დაქვემდებარებულ პოლიტიკურ კლანს. სასწრაფოდ გაათავისუფლოს პოლიტიკური ტყვე ჟურნალისტი ქალი. მე-16 დღეა ის შიმშილობს და ძალიან მძიმე პროგნოზი“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი. მისი თქმით, განგაშია საჭირო, რათა კოლეგა გადარჩინონ.
საგანგაშო სიგნალებია, იმასთან დაკავშირებით, რომ მზიამ მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება, მან უარი თქვა ყველაზე ღირებულზე, რაც კი გააჩნია, ეს არი მისი ძალიან ნაფიქრი გადაწყვეტილება, მან ზუსტად იცის რაზე წავიდა და თქვა, რომ “მე ჩემ სიცოცხლეს ვდებ სასწორზე“. განგაშია საჭირო, აქ უკვე საკითხი ისე არ დგას, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტებს არ იჭერენ, აქ ამაზე აღარაა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი კოლეგა გადავარჩინოთ“, - აცხადება ნანუკა ჟორჟოლიანი.
დიანა ტრაპაიძე მთავარ პროკურორს თხოვნით მიმართავს, შეხვდეს მზიას კოლეგებს და მეგობრებს და მათგან მიიღოს ინფორმაცია.
ჩემი თხოვნა არის მთავარი პროკურორისადმი, რომ შეხვდეს მზიას კოლეგებს და მეგობრებს, მიიღოს ინფორმაცია, სამართალი გვერდზე რომ გადავდოთ, იხელმძღვანელოს ადამიანური კატეგორიებით, 16 დღეა შიმშილობს, არ აქვს ჯანმრთელობი სახარბიელო მდგომაორება, პირველ რიგში მე ადამიანურად მაწუხებს მზიას ბედი და ძალიან მინდა გამოიჩინოს ელემენტარული ადამიანობა. 23 წელია მზიას ვიცნობ და მისი წვლილი კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკის განვითარებაში იმხელაა, რომ მინდა ყველა ეს ფაქტორი იქნეს გათვალსიწინებული და შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიება“, - განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.