მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად პროკურატურასთან შეკრებილები მსვლელობით “ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან შეკრებილებმა მსვლელობით “ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო“, „რუსებო“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს", „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ცეცხლო ოლიგარქიას“.
ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც იმყოფება, რომლებსაც ოფისის წინ კორდონი აქვთ გაკეთებული.
ადგილზე სხვადასხვა ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტები, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან.