აგრძელებს შიმშილობას, ვიდრე ორგანიზმი ამის შესაძლებლობას მისცემს - მზია ამაღლობელი ადვოკატმა მოინახულა

27.01.25 18:57
აგრძელებს შიმშილობას, ვიდრე ორგანიზმი ამის შესაძლებლობას მისცემს - მზია ამაღლობელი ადვოკატმა მოინახულა

მზია ამაღლობელის ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა დაკავებული ჟურნალისტი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

მისი თქმით, პირველადი შეფასებით, ამაღლობელის მდგომარეობა ნორმალურია.

როგორც ხიმშიაშვილმა “ტვ პირველის“ გადაცემა “დღის ამბებში“ განაცხადა, “მისი გადაწყვეტილება არის უცვლელი და შიმშილის შეწყვეტას არ აპირებს“

“არის კონტაქტური, საუბრობს, შეუძლია ინფორმაციის მიწოდება“, - განაცხადა ადვოკატმა.

პირველადი შეფასებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობა ნორმალურია, არის კონტაქტური, საუბრობს, შეუძლია ინფორმაციის მიწოდება, ცხადია, მე საუბარი მაქვს ვიზულაურ მდგომარეობაზე და სამედიცინო კუთხით, ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის მხოლოდ მონიტორინგი. ინფორმაცია, რასაც პენიტენციური დაწესებულება ინახავს და აღწერს, არის გამოთხოვილი. ამასთან, დღეს მზიასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის ეგიდით  ექიმი, რომელმაც გარკვული მონიტორინგი განახორციელა და პირველადი შედეგები რამდენიმე დღეში გვექნება, იმ სამედიცინო ჩანაწერებით, რომელსაც გავეცნობით.

პირველადი მდგომარეობა არის შემდეგი-  მიუხედავად იმის, რომ 16 დღეა შიმშილობს და ორგანიზმში მიმდინარე პროცესები არ იქნება მთლად ნორმალური, თუმცა თვითონ მისი გადაწყვეტილებაა, აგრძელებს ის შიმშილობას, ვიდრე ორგანიზმი ამის შესაძლებლობას მისცემს. მას აქვს ღია გაცხადებული მოსაზრება, რომ შიმშილობა მისი გადაწყვეტილებაა და გააგრძელებს, ვიდრე რესურსი ამის შესაძლებლობას მისცემს და ჩვენ, ადვოკატებს, არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ“, - განაცხადა ადვოკატმა. 

გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობაზე არანაირი პრეტენზია არ აქვს.

ერთადერთი საკითხი, რაზედაც ის წუხს და აპირებს ციხის ადმინისტრაციას მიმართოს, არის ის, რომ ვერ უყურებს ტელევიზიის საშუალებით ბევრ ქართულ არხს და ვერ ეცნობა ინფორმაციებს. ამბობს, რო ამაზე ექნება კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციასტან და მოითხოვს ამ პრობლემის მოგვარებას უახლოეს დღეებში“, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, არანაირი დანამატს არ იღებს და იღებს მხოლოდ წყალს.

მსგავსი სიახლეები