ქვეყანაში ჟურნალისტების პროტესტმა იფეთქა - ოლიგარქის ჯანდაცვის მინისტრს მძიმე დღე ჰქონდა
ოლიგარქის ჯანდაცვის მინისტრს დღეს მძიმე დღე ჰქონდა - მიხეილ სარჯველაძე მისი უწყების ღონისძიებიდან გაიქცა. არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, რა იცის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ და რატომ არ ამონიტორინგებს სამინისტრო მოშიმშილე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
წყობიდან გამოსული რეჟიმის მინისტრი ჟურნალისტებს თითის ქნევით ემუქრება. დღეს მედიამ რეჟიმის წარმომადგენელს გასაქანი არ მისცეს. სარჯველაძე ბოლოს დანებდა და გაიქცა. გაქცევის შემდეგ სარჯველაძე დაბრუნდა იმის სადემონსტრაციოდ, რომ თითქოს არ შეშინებია და არ გაქცეულა. დაცვის თანხლებით საპრეზენტაციო ოთახში შეიკეტა. 45-წუთიანი ღონისძიებაზე სულ რაღაც 7 წუთი დარჩა.
სარჯველაძის ხმა უფრო კარგად ისმოდა, თუ დამოუკიდებელი მედიის შეძახილები, ეს რთული მისახვედრი არ არის. ჯანდაცვის არალეგიტიმური მინისტრი დღეს ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ღონისძიებას ესწრებოდა, თუმცა მოშიმშილე ქალი ჟურნალისტის შესახებ ვერაფერს ამბობს.
კითხვების პირისპირ მყოფი "ოცნების" ჩინოვნიკს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ე.წ. თავმჯდომარე გამოესარჩლა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც მან იცოდა არაფერი მოშიმშილე ჟურნალისტის შესახებ.
311 თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი ამაღლობელის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ასობით მედიის წარმომადგენლები ხელმოწერები უკვე შეაგროვეს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, რომ ბათუმელების დირექტორს ივანიშვილის რეჟიმი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმისა და მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სჯის.
მძიმე დღე ჰქონდა დღეს გენერალურ პროკურორსაც. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად დღეს ხალხი იმ უწყებასთან მივიდა, ვისაც შეუძლია დატყვევებულ მზია ამაღლობელს აღკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა შეუცვალოს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.