ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ქართველ მოხალისეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

27.01.25 19:36
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ქართველ მოხალისეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს ნიკოლო ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ის "დამნაშავედ" ცნეს დაქირავებულ მებრძოლობასა და სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში.

რუსული გამოძიების ინფორმაციით, ბერიანიძე 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე მსახურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უსაფრთხოების ნაწილებში ქალაქ მარიუპოლში.

მან სწავლება დაასრულა კიევის ბაზაზე, სადაც ასევე მიიღო იარაღი, საბრძოლო მასალა და სპეციალური აღჭურვილობა. 2022 წლის მარტში, ბერიანიძემ მარიუპოლში ყოფნისას, სროლის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე მოკლა. რუსი ჯარისკაცების მიერ დაკავებამდე მამაკაცი უკრაინის მხარეს სხვადასხვა საბრძოლო პუნქტში იბრძოდა" ,- წერს რუსული მედია.

მსგავსი სიახლეები