დევნილთა სააგენტოს შენობასთან კაცმა თავის დაწვა სცადა
თამარაშვილის ქუჩაზე, დევნილთა სააგენტოს შენობასთან, შუახნის კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემთხვევა, დღეს, დაახლოებით 16:00 საათისთვის მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი დევნილია და ის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა. მიყენებული დაზიანებებით კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.