არასამთავრობოებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ მსჯელობენ, “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მესამე სექტორის წარმოამდგენლებმა ბანერები გაშალეს წარწერებით: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“; „თავისუფლება პოლიტპატიმრებს საქართველოში“.
სოლიდარობის აქციაში მონაწილეობდნენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძე; „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი; „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წევრი, გიორგი ბურჯანაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წევრი, გიორგი ონიანი და „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი.