"თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს და რეჟიმის სხვა ტყვეებს" - მოქალაქეებმა მარშით გმირთა მემორიალთან გადაინაცვლეს
დაფიონის "ლიდერის", ზვიად ცეცხლაძის მხარდასაჭერად თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - სინდისის პატიმრის მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი ნაცნობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიძრნენ.
პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ადამიანებმა გმირთა მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს და "ქართულ ოცნებას" როგორც ზვიად ცეცხლაძის, ასევე რეჟიმის სხვა ტყვეების გათავისუფლება მოთხოვეს.
ზვიადის მთავარი გზავნილია, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ვალდებულია, ბრძოლის ავანგარდში ჩაერთოს და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს ქვეყნის მომავლისთვის იბრძოლოს. დღეს ჩვენი ქვეყანა ცუდ გასაყარზეა. ან გვეშველება საბოლოოდ, ან ეს ქვეყანა დაიღუპება. ჩვენ თუ ვერ დავაღწიეთ თავი რუსეთის კლანჭებს, ფაქტობრივად, ამ ქვეყანას მომავალი აღარ აქვს", - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.