"მე დღეს ვარ მზია" - ნინოების მარში პარლამენტთან ინაცვლეს

27.01.25 21:29
"მე დღეს ვარ მზია" - ნინოების მარში პარლამენტთან ინაცვლეს

საქართველოში პროტესტის 61-ე დღეა - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის ქუჩებში ნინოების მარში იმართება. 

თავდაპირველად, მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. 

"მე დღეს ვარ მზია" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ პროტესტის რეჟიმში გადასულ ადამიანებს ადგილზე მიტანილი და სკანდირებენ - "თავისუფლება სინდისის პატიმრებს, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები".

მე პირადად ნინო მქვია, მაგრამ დღეს ვარ მზია. ჩემი სოლიდარობა მზიას და ბიძინა ივანიშვილის ყველა ტყვეს. ივანიშვილი ადამიანებით ვაჭრობს, მან მონათმფლობელობის ეპოქაში დაგვაბრუნა. თავისუფლება ყველა ტყვეს, ჩატარდეს ახალი არჩევნები. ეს არის მოთხოვნა, რაც ქართველ ხალხს უნდა. ჩვენ გვინდა სამართლიანი, გამჭვირვალე, ამ ცესკოს გარეშე ჩატარებული არჩევნები", - ამბობს მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები