პროტესტის 61-ე დღე საქართველოში - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პროტესტის 61-ე დღე საქართველოში - თბილისში, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. დღეს ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქეები კვლავ ქუჩაში დგანან და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
რეჟიმის მოლოდინი, რომ ხალხი დაიღლებოდა და პროტესტი ჩაცხრებოდა, ჩავარდა. ყველა მზად არის, იმდენი ხანი იდგეს ქუჩაში, რამდენიც გამარჯვებისთვის არის საჭირო. დღესაც შეკრების მთავარი ადგილი პარლამენტის შენობაა.
მომწონს ის ფაქტი, რომ მუხტი არ ვარდება და საქართველო დღემდე იბრძვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო, მზია ამაღლობელის საკითხი. მისთვის ვართ ყველანი აქ გამოსული. იმათთვის ვართ აქ გამოსული, რომლებიც პატიმრობაში არიან უკანონოდ. ვიმედოვნებ, რომ მათი გამოსვლით მოხდება ის, რომ ყველაფერი დალაგდება ისე, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქებს", - ამბობს ნატალია ყიფშიძე.
ფოტო არქივიდან.