ივერთუბანს სჭირდება და უნდა ჰქონდეს, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა” - ანა ბიბილაშვილი

13.09.21 12:59
ივერთუბანს სჭირდება და უნდა ჰქონდეს, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა” - ანა ბიბილაშვილი

“ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და პარტიის ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ჟღენტმა, დღეს მერიაში შეიტანეს განცხადება, რომელიც ივერთუბნის ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ეხება. 

“ლელო” წევრები რამდენიმე დღის წინ ივერთუბნის მოსახლეობას შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და მის მოგვარებას დაჰპირდნენ. 

“ლელო” მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის, თქმით, ივერთუბნის მაცხოვრებლებს არ აქვთ, სკვერი და ისეთი ადგილები სადაც, ბავშვები შეძლებენ თამაშს. მითუმეტეს პანდემიის პირობებში. 

ცოტახნის წინ ივერთუბანში ვიყავით და ვნახეთ დასახლება, სადაც ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათ არ აქვთ არც სკვერი და არც ისეთი ადგილიმ სადაც ბავშვები შეძლებენ ყოფნას. მოვიძიეთ ახლომდებარე ადგილზე 1000 კვადრატული მიწა, რომელიც არის მერიის, ანუ ჩვენი მოსახლეობის ბალანსზე, გავაკეთეთ განაცხადიმ რის შემდეგაც მერიას მოვთხოვთმ მოაწყოს ტერიტორიაზე პარკი და გასართობი მოედანი - ამბობს ანა ბიბილაშვილი.

“ლელოს” ჩუღურეთის დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ჟღენტმა, მერიაში განცხადების შეტანამდე აღნიშნა, რომ პარტია ყველა ადამიანის გვერდით იდგება, რომელსაც “ლელო” პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა და დაეხმარება ყველა სახის პრობლემის გადაჭრაში.