"დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებს

28.01.25 10:00
"დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებს

მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის საბჭოს მიერ, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას პლატფორმა X-ზე ეხმაურება. 

"ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად გაუგებარია. მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!"- წერს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები