მზია ამაღლობელი "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებამ ყალბი ბრალდებით დააკავა, ის ახლავე უნდა გაათავისუფლონ - კოენი

28.01.25 10:09
მზია ამაღლობელი "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებამ ყალბი ბრალდებით დააკავა, ის ახლავე უნდა გაათავისუფლონ - კოენი

დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებამ "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დამფუძნებელი ყალბი ბრალდებით დააკავა.

როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოს რესპუბლიკაში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც ქართული ოცნების დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი." - წერს სტივ კოენი. 

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები