„რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ - ტრამპი

28.01.25 10:37
„რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ - ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ში რკინის გუბათის მშენებლობის დაწყების შესახებ.

მისი თქმით, მსგავსი თავდაცვის სისტემით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ „აშშ-ს ტექნოლოგია არ ჰქონდა“.

ისივე თქმით, პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება. 

„პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი იქნება. მას ძალიან კარგად ვიცნობ და ის შესანიშნავი იქნება. პიტ ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა „რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც ამერიკელებს დაიცავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ.

ახლა კი ჩვენ გვაქვს ფენომენალური ტექნოლოგია. თქვენ ამას ხედავთ ისრაელთან დაკავშირებით. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ამის უფლება და ყველაფერი გაკეთდება სწორედ აქ, აშშ-ში 100%-ით."- აღნიშნა ტრამპმა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები