ლევან იოსელიანი არის შტერი - გელა მთივლიშვილი
ლევან იოსელიანი არის რუსული "ოცნების" და რუსული რეჟიმის მსახური, მავნებელი და შტერი - ამის შესახებ "პირველებთან" "მთის ამბების" რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მზია ამაღლობელი "თავს ნორმალურად გრძნობს".
მისი თქმით, ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული და სახალხო დამცველი მხოლოდ 21 იანვრის კვლევის შედეგებს ეყრდნობა, რადგან ახალი ანალიზის პასუხები არ აქვს.
თვითონ იშიმშილოს ლევან იოსელიანმა 16 დღე და ვნახოთ, როგორ კარგად და ნორმალურად იქნება - აცხადებს მთივლიშვილი.
სახალხო დამცველად წოდებული ლევან იოსელიანი არის რუსული "ოცნების" და რუსული რეჟიმის მსახური, მავნებელი და ყველაფერთან ერთად შტერი. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ეს ასეა. და მთავარი, შტერი და მავნებელი იმიტომ არის, რომ 21 იანვრის შემდეგ, მას არ აქვს ანალიზების პასუხები. შესაძლოა, მზია იმ გრძელ დერეფანს თავისი ფეხით გამოდის, თავისი საკნიდან მისაღებ ოთახამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ჯანმრთელად არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას აქვს და ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დააკავებდნენ და ახლა, 16 დღიანი უწყვეტი შიმშილობის ფონზე, შეუძლებელია ის არ გართულებულიყო და საფრთხე არ ემუქრებოდეს და როდესაც დღეს აკეთებს განცხადებას სახალხო დამცველად წოდებული და ეყრდნობა 21 იანვრის შედეგებს, დიახ, ის არის ამიტომაც მავნებელი. თვითონ იშიმშილოს ლევან იოსელიანმა 16 დღე და ვნახოთ, როგორ კარგად და ნორმალურად იქნება", - ამბობს გელა მთივლშვილი.
ლევან იოსელიანი გუშინ ამტკიცებდა, რომ ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს და საკანში არსებულ პირობებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს.
გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორი, მეჩვიდმეტე დღეა შიმშილობს. რეჟიმის უკანონო პატიმარის მხადასაჭერად კი მთელი მედია ერთიანებდა. დღეს პროტესტის ეპიცენტრი კარლო კაციტაძის უწყება იქნება, სადაც 15:00 საათზე ჟურნალისტები მივლენ და მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.