22 წლის აქტივისტის საქმე - ადვოკატი საქმის მასალების სავარაუდო გაყალბებაზე საუბრობს
სასამართლოში პროევროპული აქციის მონაწილეების გასამართლების სპეცოპერაცია გრძელდება. ამ წუთებში, მოსამართლე ლელა კალიჩენკო, 22 წლის სპორტსმენის, თედო აბრამოვის საქმეს განიხილვას. აბრამოვი რეჟიმმა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკვა და ციხეში უვადო მუხლით გაშვებას უპირებს. აქტივისტი ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც აბრამოვის ბრალს დაადასტურებს. უფლებადამცველი ასევე საუბრობს საქმის მასალების სავარაუდო გაყალბებაზეც და ამბობს, აქტივისტის პირადი ჩხრეკისა და დაკავებისაის ადგილზე იყო არა 3 პოლიციელი, როგორც ეს საქმის მასალებში წერია, არამედ გომელაურის უწყების 15-მდე წარმომადგენელი.
თევდორე აბრამოვის უფლებები არის დარღვეული, როგორც პირადი ჩხრეკის დროს, ასეევ დაკავების დროს. მას არანაირი ნარკოტიკი არ ჰქონია. შესაბამისად, დაცვის მხარემ სასამართლოს წარვუდგინეთ მთელი რიგი მტკიცებულებები, საიდანაც იკვეთება, რომ მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს 3 პოლიციელი კი არ ყოფილა, როგორც ეს საქმის მასალებშია, არამედ იყო 15-მდე პოლიციელი. ბრალდების მხარეს არ აქვს წარდგენილი ნეიტრალური მტკიცებულება, კერძოდ, ვიდეო- ფოტო გადაღება, რაზეც ასახული იქნებოდა პირადი ჩხრეკის და დაკავების კანონიერების ამსახველი გარემოებები. ეს მისი ნარკოტიკული საშუალება არ არის და საერთოდ, არც არის გაკარებული ნარკოტიკულ საშუალებებს. არანაირი ნეიტრალური მოწმე არ არსებობს ბრალდების მხარის მხრიდან", - აცხადებს ადვოკატი.
აბრამოვის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 22 წლის აქტივისტს რეჟიმმა აქციაზე დგომა არ აპატია და ახლა სამაგალითოდ სჯის.
უპოვეს კლუბური ნარკოტიკი და ეს გავიგეთ სრულიად შემთხვევით, დაიკარგა და ვერ ვპოულობდით. რადგან აქციაზე დადიოდა, ვფიქრობთ, რომ თავისი პოზიციიდან გამომდინარე სახელმწიფომ გაუჩალიჩა", - ამბობს დაკავებულის ოჯახის წევრი.
თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. როგორც პროკურატურა ამტკიცებს, მას 4,4 გრამი ნაკოტიკული საშუალება "ემ-დი-ემ-ეი" აღმოაჩნდა.
თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.