მზია ამაღლობელის უფლებებს მაია მწარიაშვილი დაიცავს

28.01.25 11:59
მზია ამაღლობელის უფლებებს მაია მწარიაშვილი დაიცავს

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უფლებებს "BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი დაიცავენ. 

BLB წერს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის აღსადგენად.

მზია ამაღლობელი, სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი, გამორჩეული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია უკანონოდ. მას BLB დაიცავს რეპუტაციულ უფლებადამცველ ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად.
მზია ამაღლობელს ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 353(პრიმა) მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა).
მე-17 დღეა მზია ამაღლობელი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, საქართველოში სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიული და ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ.
BLB გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის აღსადგენად", - წერია გავრცელებულს განცხადებაში. 

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები