"დაკავების მომენტში არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოქცევა იყო" - 22 წლის აქტივისტი მოსამართლეს

28.01.25 12:28
"დაკავების მომენტში არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოქცევა იყო" - 22 წლის აქტივისტი მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკო 22 წლის აქტივისტის, თედო აბრამოვის საქმეს იხილავს. 

აბრამოვი რეჟიმმა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკვა და ციხეში უვადო მუხლით გაშვებას უპირებს. აქტივისტი ბრალს არ აღიარებს. 

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს.

„დაკავების მომენტში არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოქცევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო“, - განაცხადა აბრამოვმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ, მის მიმართ ჰქონდა თუ არა უფლებების დარღვევას ადგილი.

ადვოკატ, ინგა ჯაბანიშვილის თქმით, პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც აბრამოვის ბრალს დაადასტურებს. უფლებადამცველი ასევე საუბრობს საქმის მასალების სავარაუდო გაყალბებაზეც და ამბობს, აქტივისტის პირადი ჩხრეკისა და დაკავებისაის ადგილზე იყო არა 3 პოლიციელი, როგორც ეს საქმის მასალებში წერია, არამედ გომელაურის უწყების 15-მდე წარმომადგენელი.

საქმის პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე "მდმა" ამოიღეს.

თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები