"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ბათუმის სასამართლოში დაკავებული დეკანის და 4 სტუდენტის პროცესი იმართება

28.01.25 14:16
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ბათუმის სასამართლოში დაკავებული დეკანის და 4 სტუდენტის პროცესი იმართება

ბათუმის სასამართლო ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის მამუკა ჯორბენაძის და მისი 4 სტუდენტის სისხლის სამართლის საქმის გახილვას აგრძელებს. ამ წუთებში წინასწარი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ბათუმის სასამართლოსთან დღეს დაკავებულების ახლობლები შეიკრიბნენ. ყველა მათგანი თვლის, რომ საბოლოო განაჩენამდე ეს ადამიანები მოსამართლემ თავისუფლებაზე უნდა გაუშვას. 

ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, ორი თვეა ბავშვები არიან ციხეში და ამ სამყაროს მოწყვეტილები, საკუთარ ოჯახებს და მეგობრებს არიან მოწყვეტილები. თუ სამართლი იქნება, მაშნ ეს ბავშვები და დეკანი გამოვლენ გარეთ, - ამბობს დაკავებულების ახლობელი. 

ერთ-ერთი დაკავებული სტუდენტის დედა ამბობს, რომ მისი შვილი და დაკავებული ახალგაზრდები მხნედ არიან. 

ველაპარაკე ცოტა ხნის წინ და პირიქით, აქეთ გამამხნევა, რომ „დედა, იყავი ძალიან ძლიერად, ჩვენ კარგად ვართ“. დანარჩენს გვაჩვენებს ალბათ პროცესი, - ამბობს ქალი. 

წინასწარ პატიმრობაში მყოფ ხუთ პირს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება. საქმე 9 დეკემბერს უნივერსიტეტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება, როდესაც პროევროპული აქციების მონაწილე დეკანს რეჟიმის მხარდამჭერი ლექტორის ქმარი და მისი მეგობრები გაუსწორნდნენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტში საპროტესტო ბანერის გაკვრა უნდოდათ, რამაც ლექტორი თეა ცაგურია წყობიდან გამოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ საქმეში დევს მტკიებულება, მოკლე ტექსტური შეტყობინებაც, სადაც ცაგურიას ქმარი დაკავებულ ლექტორს ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები