ბათუმში დეკანსა და 3 სტუდენტს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ ხელოვნების უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი - გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე წინასწარი პატიმრობიდან 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ყოლბაიამ 1 სტუდენტი, ანრი კაკაბაძე კი პატიმრობაში დატოვა. ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული. სწორედ ამ არგუმენტით დატოვა მოსამართლე სტუდენტი პატიმრობაში.
„მზად ვართ შერიგებისთვის, კონფლიქტი იყო, "- განაცხადა პროცესზე რექტორმა მამუკა ჯორბენაძემ.
შეგახსენებთ, რმო წინასწარ პატიმრობაში მყოფ ხუთ პირს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა. საქმე 9 დეკემბერს უნივერსიტეტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება, როდესაც პროევროპული აქციების მონაწილე დეკანს რეჟიმის მხარდამჭერი ლექტორის ქმარი და მისი მეგობრები გაუსწორნდნენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტში საპროტესტო ბანერის გაკვრა უნდოდათ, რამაც ლექტორი თეა ცაგურია წყობიდან გამოიყვანა.
მასალა ახლდება.
(ფოტო "ჭარა თაიმსის).