პრეზიდენტ ზურაბიშვილის მილოცვა დემნა გვასალიას
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დემნა გვასალიას საფრანგეთის მიერ ხელოვნების რაინდის მედლით დააჯილდოებას ულოცავს.
საამაყო მომენტი საქართველოსთვის! საქართველო ვულოცავთ დემნა გვასალიას ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის რაინდის დაჯილდოებას!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია საფრანგეთის კულტურის მინისტრმა მოდისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ხელოვნების რაინდის მედლით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ დემნა პირველი ქართველი დიზაინერია აღმოსავლეთ ევროპიდან, ვისაც საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება და მედალი გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს, 10 წელი გადის მას შემდეგ, რაც დემნა BALENCIAGA -ს ჩაუდგა სათავეში.