სტუდენტების პროტესტის ფონზე, სეუ-ს რექტორი სინდისის პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილს დედას ხვდება

28.01.25 15:47
სტუდენტების პროტესტის ფონზე, სეუ-ს რექტორი სინდისის პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილს დედას ხვდება

 

სეუ-ს რექტორი სინდისის პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილს დედას ხვდება - დაკავებული სტუდენტის დედა გია კავთელიშვილმა თავად დაიბარა. ისინი ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა საუბრობენ.

საინტერესოა, რა ექნება სათქმელი კავთელიშვილს იმ სტუდენტის დედისთვის, რომლის მხარდამჭერი აქცია 15 დღეა სეუ-ში მიმდინარეობს და რექტორი არცერთხელ არ შეხვედრია პროტესტის რეჟიმში გადასულ ახალგაზრდებს, რომლებიც მისგან პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ.

მეტიც, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტებს შენობაშიც კი აღარ უშვებენ და  ღამეს სიცივეში, ღია ცის ქვეშ ათენებენ და მოელიან პასუხს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, თუ როდის დართავენ აუდიტორიაში დაბრუნების უფლებას. 

სტუდენტები ფიქრობენ, რომ რექტორს უნივერსიტეტში პროტესტის ჩახშრობა სურს და სწორედ ამ მიზნით დაიბარა მან ირაკლი მიმინოშვილის დედა შეხვედრაზე. 

სინდისის პატიმრის მშობელი ამბობს, რომ რექტორმა გუშინ დაურეკა და საუბარში უთხრა, რომ ირაკლი მიმინოშვილს ვერაფრით დაეხმარეობდა.

"გუშინ დამირეკა რექტორმა, გუშინ რაც ხდებოდა უნივერსიტეტთან, პოლიცია რომ მიიყვვანეს, მეც ვუყურებდი და მითხრა, აქ დაიძაბა სიტუაცია და იქნებ მოახერხოთ და მოხვიდეთო. ირაკლის ჩვენ ვერაფრით ვერ დავეხმარებითო... ვნერვიულობ, რომ ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან უკვე 4 დღეა გარეთ და არ უშვებენ და ეს ბატონ გიას ვუთხარი, რომ დამირეკა", - განაცხადა მიმინშვილის დედამ შეხვედრაზე შესვლამდე. 

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმი ირაკლი მიმინოშვილს ციხეში 9 წლიანი მუხლით გაშვებას უპირებს.  

მსგავსი სიახლეები