რეჟიმი არასრულწლოვანს ასამართლებს - მიქაელ მეძმარიაშვილს გზის გადაკეტვას ედავებიან

28.01.25 17:26
რეჟიმი არასრულწლოვანს ასამართლებს - მიქაელ მეძმარიაშვილს გზის გადაკეტვას ედავებიან

რეჟიმი არასრულწლოვანს ასამართლებს - გამოძიება მიქაელ მეძმარიაშვილს 11 დეკემებრს გზის ხელოვნურად გადაკეტავს ედავება.

17 წლის აქტივისტი ამბობს, რომ კადრებში, რაც სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი, არ ჩანს, რომ მან კანონი დაარღვია და გზა გადაკეტა. 

ერთი ვიდეო არის 2 წამიანი, სადაც ჩემი სახე ჩანს, როგორ ვარ აქციაზე, მაგრამ არ ჩანს, მე გზა გადავკეტე თუ არა. არ ჩანს, მე გზაზე ვდგავარ თუ არა. არის კიდევ ვიდეო, სადაც შეიძლება მე ვარ, მაგრამ ვერავინ ვერ მიპოვა მაგ ვიდეოში, ზოგადი ვიდეოა. მე რომ მივედი, გზა უკვე გადაკეტილი იყო. რადგან არ იყო საკმარისი მტკიცებულება, სასამართლომ არჩია, რომ შემდეგი პროცესი 28 თებერვლამდე გადაიტანონ", - აცხადებს ახალგაზრდა.

მეძმარიაშვილი დედა კი შვილის მიმართ დარღვეულ უფლებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ჩანიშნული სასამართლოს შესახებ პირდაპირ მის არასრულწლოვან შვილს დაურეკეს და შეატყობინეს და არა რომელიმე მშობელს.

არასრულწლოვანთან დარეკვის უფლება მათ არ ჰქონდათ. უნდა დაერეკეათ მშობლებთან. კითხვაზე, რატომ დარეკეს მიქაელთან, გვიპასუხეს, რომ არ ჰქოდნათ მშობლების ტელეფონის ნომერი", - ამბობს დედა. 

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, 8 პირის ადმინისტრაციულ სამართადარღვევაზე საქმე ერთ წარმოებად განიხილება. რვავე მათგანს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. 

მსგავსი სიახლეები