რუსეთის მოქალაქე დანილინას ვიცნობდი, ლუგარის ლაბორატორიაზე კი არაფერი ვიცი - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

13.09.21 14:06
რუსეთის მოქალაქე დანილინას ვიცნობდი, ლუგარის ლაბორატორიაზე კი არაფერი ვიცი - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალციხისა და კუმურდოს ეპისკოპოსი, მეუფე ნიკოლოზი, ნაწილობრივ ადასტურებს სუსი-დან გამოჟონილ ინფორმაციას. სასულიერო პირმა "ტვ პირველის" ეთერში დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე დანილინას იცნობდა. რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორას, მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის შესახებ ბევრი არაფერი იცის.

ლოლიოტა დანილინა ძალიან ხშირად ჩამოდიოდა სტუმრად და ყველამ იცოდა, რომ ეს ადამიანი ჩემთან ხშირად ჩამოდიოდა, ძალიან მკაფიო ადამიანი იყო, მიშა სააკაშვილსაც გავაცანი, ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი საშუალება, რუსეთთან ურთიერთობა გამოგვესწორებინა.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, მის შესახებ არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ იქ კოვიდის ტესტებს აკეთებენ.

ეს ინფორმაცია, რაც ინტერნეტში გავრცელდა, არის, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ფეიქია.

სახელმწიფო ღალატია, როცა ასეთი ინფორმაციის გაჟონვა ხდება", - ამბობს ტვ პირველთან საუბარში ახალციხისა და კუმურდოს მიტროპოლიტი.

ინტერნეტში გუშინ გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად საუბარია ახალციხისა და კუმურდოს ეპისკოპოსზე, მიტროპოლიტ ნიკოლოზზე. გავრცელებული ფაილებით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარზე ინფორმაციას აწვდიდა.

ფაილების ავთენტურობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები