წინასწარ დაწერილი პოლიტიკური ვერდიქტი - აქტივისტი საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვეს
ხმაური სასამართლო დარბაზში მოსამართლის რეპლიკას მოჰყვა. ნატო ხუჯაძემ თქვა, რომ საბა სხვიტარიძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არ აინტერესებს. არ შეუხედავს ვიდეოკადრებისთვის, სადაც ჩანს, როგორ ძალადობენ გადაცმული პოლიციელები ქალზე. მოსამართლის ეს რეპლიკა საკმარისი აღმოჩნდა სხვიტარიძის ოჯახისთვის იმის გასაცნობიერებლად, რომ ნატო ხუჯაძე პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადებოდა.
ვიდეოში, რომელსაც მოსამართლემ ყურადღება არ მიაქცია, აღბეჭდილია, როგორ დაიწყო კონფლიქტი "მერიოტთან". კადრებში ჩანს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი, რომელიც ქალს სახეში ურტყამს. მოგვიანებით ირკვევა, რომ ის ბერა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი პოლიცილი მირიან ქავთარაძეა. სწორედ მასზე თასვდასხმას ედავიან საბა სხვიტარიძეს.
ამ კადრებით დასტურდება, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცილმა მირიან ქავთარაძემ ქალს სცემა. საბა სხვიტარიძე განმარტავს, რომ შავ ტანსაცმელში ჩაცმული პირი "ოცნების" მიგზავნილი ე.წ. ტიტუშკა ეგონა და არა პოლიციელი, რადგან ქავთარაძეს არ ჰქონდა პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშანი და მის ვინაობას მალავდა.
დადგინდა, რომ საბა სხვიტარიძის საქმეში სავსეა ცრეუ ჩვენებებით რომელსაც, მირიან ქავთარაძე, მიხეილ წიკლაური და ლუკა ჯინჭარაძე აძლევენ. კანონის დარღვევითაა მოპოვებული მტკიცებულებებიც - გამოძიებას საქმეში მოწმედ ჰყავს პოლიციელი ალექსანდრე გაჩეჩილაძე, რომელმაც საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ საქმის დასაწყებად ჯერ პატაკი შეადგინა, მოგვიანებით კი საჯარო წყაროებიდან თითქოსდა სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოკადრები ჩამოტვირთა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.