მილიონები თბილისის ხარჯზე - ივანიშვილი ორთაჭალის ხიდთან 43 სართულიან ცათამბჯენებს აიშენებს
თბილისის ურბანული გენოციდის ხარჯზე ივანიშვილს მილიონების საშოვნელად თბილისის საკრებულომ მწვანე შუქი აუნთო. მტვკრის პირას მდებარე მიწის ნაკვეთზე ოლიგარქი 43 სართულიან ცათამბჯენებს ააშენებს, ჯამში 89 948 კვადრატულ მეტრ ნაგებობებს. ეს კორპუსების ამ უბნისთვის სრული კატასტროფა იქნება, რადგან საცობების დაუმარცხებელი პრობლემების ფონზე აქ მოძრაობა შუეძლებელი გახდება.
გავლენები საკრებულოსა და მერიაში ივანიშვილმა სარფიან ბიზნესად აქცია, სადაც მიწის ნაკვეთს აქვს კალაძეს წარმოუდგენელი მასშტაბის პროექტების ამტკციცებინებს, შემდეგ თავად არ აშენებს და მიწას პროექტთან ერთად ყიდის. ასე მოიქცა გმირთა მოედნის შემთხვევაშიც, ამ მაქინაციით ივანიშვიი მისი უძრავი ქონების ფასს ერთი ათად ზრდის და ფულს იღებს.
მერიამ ორთაჭალჰესის მიმდებარე ტორიტორიის სამშენებლო მოედნად გადაქცევის უფლება "ქართუ ფონდს" მისცა. წესით, ეს საქველმომქედო ფონდია და მთელს მის შემოსავალს ქველმოქმედებაში უნდა ხარჯავდეს, თუმცა იმის გამო, რომ "ქართუს" ანგარიშები დახურულია, არავინ იცის სად მიდის ეს ფული.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.