მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია საგამოძიებოსთან - კაციტაძემ ჟურნალისტებს უწყების კარი ჩაუკეტა

28.01.25 20:21
მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია საგამოძიებოსთან - კაციტაძემ ჟურნალისტებს უწყების კარი ჩაუკეტა

თავისუფალი ჟურნალისტებით შეშინებული კარლო კაციტაძემ მის სამსახურთან მისულ ჟურნალისტებს კარი ჩაუკეტა და დაცვა გააძლიერა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეფისგან დღეს მზია ამაღლობელის კოლეგები დატყვევებული ჟურნალისტისთვის დაზარალებულის სტატუს ითხოვდნენ. კაციტაძის უწყებაში პირდაპირი მტკიცებულები ინახება იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ ღირსების შემლახველ და აარადამიანურ პირობებში ამყოფა. 

კაციტაძის უწყებასთან დაჭერილი ჟურნალისტის მხარდასაჭერად აქციის დროს ნაცემი რეპორტიორები მივიდნენ, ის ადამიანები, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრილებდნენ მშვიდობიან აქციაზე,  ძალოვნებმა კი ისინი სასიკვდილოდ გაიმეტეს. მათი საქმეები ახლა ამ უწყებაში ინახება, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო უწყებას არცერთი ძალოვანი არა თუ დაჭერილი, იდენტიფიცირებულიც კი არ ჰყავს.

საგამოძიებო სამსახურის მზია ამბაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას არ ჩქარობს. არადა, ამ სტატუსის შემთხვევაში, დაცვის მხარეს დამატებითი ბერკეტი ექნებოდა, მიემართა სასამართლოსთვის დატყვევებული ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები