"ოცნება" აბუ-დაბიდან 6 მლრდ-ის ინვესტიციების შემოტანას აანონსებს - რეალობა თუ მორიგი ცრუ დაპირება?

28.01.25 20:28
"ოცნება" აბუ-დაბიდან 6 მლრდ-ის ინვესტიციების შემოტანას აანონსებს - რეალობა თუ მორიგი ცრუ დაპირება?

"ოცნების" რეჟიმი 6 მლრდ-იან ინვესტიციას გვპირდება. ეს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნებოდა, თუ მართლაც განხორციელდება. სწორედ ეს კითხვაა ახლა მთავარი - რეალურად შემოვა თუ არა ქვეყანაში ეს ფული?!

აბუ-დაბიდან კობახიძემ საგანგებოდ გვამცნო ახალ ინვესტიციაზე. ვიცით მხოლოდ ის, რომ მემორანდუმს ხელი კობახიძემ და "ემ არ" ჯგუფის ხელმძღვანელმა მოაწერეს. ფული სამშენებლო ბიზნესში უნდა ჩაიდოს, მაგრამ რა ვადებში, ესეც უცნობია. ფინანსისტებისთვის, ეს ცარიელი ფურცელია.

არაბული ბიზნეს სიახლეების პლატფორმა წერს, რომ სულ ორი პროექტია - თბილისში კრწანისის პარკი და გონიოში  -მშენებლობები. რომან გოცირიძე ამბობს, რომ გონიოს პროექტი მორიგი აფიორაა, ისე, როგორ წლების წინ. "ოცნების" რეჟიმისთვის კი 6 მლრდ-იანი ინვესტიცია ახლა მხოლოდ პროპაგანდის საშუალებაა, თითქოს დასავლურ ინვესტიციებს ემირატებიდან შემოტანილი ფულით ჩაანაცვლებენ და ეკონომიკურ კრიზისს ასე გადაგვარჩენენ.

"ემ არ" ფროფერთი მსხვილი კომპანიაა, მაგრამ რატომ უნდა სჭირდებოდეს საქართველოში ინვესტიცია?! კითხვებს ექსპერტებს უჩენთ მასშტაბი და არარეალური რიცხვები. წლიურად საქართველოში, დაახლოებით, 1 მლრდ ინვესტიციები შემოდის, ჯამურად, ემირატებიდან კი ამდენივე ბოლო 27 წლის განმავლობაში ერთად შემოვიდა.  2024 წელს მხოლოდ 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უფრო მეტი კითხვა ჩნდება, როცა ვიგებთ, რომ "ემ არ ფროფერთის" ინდოეტში მხოლოდ 1 მლრდ დოლარს დებს, არადა მასთან 80-ჯერ მეტი ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოსთან.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები