"ოცნება" ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს იარაღის ტარების უფლებას უკანონებს

28.01.25 20:34
"ოცნება" ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს იარაღის ტარების უფლებას უკანონებს

შეთქმულების თეორიების მოყვარული ცესკოს თავმჯდომარეს რეჟიმი იარაღის ტარების უფლებას აძლევს. ივანიშვილის დეპუტატები, არალეგიტიმური პარლამენტიდან, ცვლიან კანონს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ანიჭებს არა მხოლოდ ცესკოს შეფს, არამედ წევრებსაც. აქამდე არასდროს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისთვის იარაღი საჭიროება არ იდგა. ახლა კი, როგორც ირკვევა, კალანდარიშვილმა პარლამენტს თავად მიმართა, რომ საფრთხის ქვეშ არიან და თავდაცვისთვის ცეცხლსასროლი იარაღი სჭირდებათ. 

ივანიშვილის დეპუტატები კანონს ისე ცვლიან, რომ იარაღის ტარების უფლება არ ექნება ცესკოს მხოლოდ იმ წევრს, ვისაც მუშაობის პერიოდში გადაცდომა არ ჰქონია. სავარაუდოდ, ეს ჩანწერილი იმის გამო გაჩნდა, რომ მსგავსი პრივილეგიით ვერ ისაურეგებლოს ოპოზიციონერმა წევრმა დავით კირთძემ, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს სახეში მელანი შეასხა. 

მაშინ, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს დაცვა დაენიშნა და ცესკოს წევრები შეიარაღებულები ივლიან, დაცვა "ოცნებამ" მყისიერად მოუხსნა სალომე ზურაბიშვილს. როგორც ჩანს, არჩევნების გაყალბებაში შეტანილი წვლილისთვის ახლა ივანიშვილის პარტია სარჩევნო ადმინისტრაციას ასაჩუქრებს, რაც თვითმართველობის არჩევნებისთვისაც გამოადგებათ. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები