სასურველია, სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80% - გამყრელიძე

13.09.21 14:12
სასურველია, სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80%  - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სკოლებში ორჯერადად აცრილების რაოდენობა 50%-ზე დაბალია. მისი თქმით, საჯარო სკოლების პერსონალის 55% ერთი დოზით არის აცრილი, ხოლო სრულად აცრილია 33%. გამყრელიძის თქმით, სასურველია, აცრის მაჩვენებელი 80% იყოს.

ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლსი ცენტრი ადასტურებს მზაობას. სასურველია, სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80% მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის. მარტო მასწავლებლები არა ასევე მშობლები კეთილი ინებონ და თითოეულმა ოჯახის წევრმა აუცილებლად ისინი უნდ აიყვნენ ისინი აცრილი. ამ შემთხვევაში განიხილება სწავლის აღდგენა", - ამბობს ამირან გამყრელიძე.