განადგურებული საწყობები და მაღაზიები - მასშტაბური ხანძარი ლილოში
ცეცხლი ლილოს საწყობებს 2 სართულიანი შენობის მეორე სართულიდან მოეკიდა. დამწვარია 5 000 კვადრატული ტერიტორია, განადგურებულია საწყობები და მაღაზიები. ბაზრობის ტერიტორიაზე 4 საათის განმავლობაში 120 მეხანძრე მაშველი და 22 სახანძრო მუშაობდა, თუმცა ცეცხლის კერა იმდენად დიდი იყო, რომ ხანძრის ლოკალიზება საათების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
ცეცხლის ისე სწრაფად ვრცელდებოდა, რომ პანიკაში მყოფმა მოვაჭრეებმა მაღაზიები მიმდებარე ტერიტორიაზეც კი დაცალეს. 2 სართულიან შენობაში ტანსაცმლის და სხვადასხვა პროდუქციის საწყობი იყო, ცეცხლი საბითუმო ქსელის 7 სპილოში ნაძისხვეების მაღაზიაში გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სარემონტო სამუშაოები გახდა. სავარაუდოდ, აალედება შედუღების სამუშაოებმა გამოიწვია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი არ ადასტურებს ვერსიას, რომ ხანძარი შედუღების სამუშაოების შედეგად გაჩნდა. ხანძრის შემდეგ ლილოს ბაზრობაზე 20-ზე მეტი მაღაზია და საწყობი სრულად განადგურდა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.