პროტესტის 62 დღე - რუსთაველის გამზირი ისევ მოქალაქეების შეკრების ეპიცენტრია
პროტესტის 62 დღე - რუსთაველის გამზირი ისევ მოქალაქეების შეკრების ეპიცენტრია. დედაქალქის მთავარ გამზირზე აქციის მონაწილეებს საპროტესტო ბანერები და საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი ისევ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
მოქალაქეების სჯერათ, რომ საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმი ჩამოიშლება და სამართლიანობა აღდგება.
ამ ხელისუფლებას პრეტენზია რომ აქვს ხელისუფლებობაზე, 62 დღეა ქართველი ხალხი ქუჩაში ვდგავართ, სიცივეში, ყინვაში, როგორ შეიძლება, თავის ხალხს არ უნდა დაელაპარაკოს? ვის უნდა ასეთი ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი არაფრად მიაჩნია, - ამბობს აქციის მონაწილე.
მე პირადად არ წავალ, სანამ ქოცები არ წავლენ. ჩემი ოცნებაა, რომ აქ გავაგრძელო ცხოვრება და არა ქოცებმა მოახერხონ კონტროლის გამყარება და მერე მე მომიწიოს ევროპაში წასვლა. ქვეყანას ვკარგავთ და ეს არის მთავარი მოტივაცია, - ამბობს პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე.
რა ხდება რუსთაველის გამზირზე ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის ჩართვაში.