ანტიკორუფციული ბიურო მაღალჩინოსნების დეკლარაციებს მალავს
ტექნიკური ხარვეზი თუ დეკლარაციების მიზანმიმართულად დამალვა? - უკვე მეორე თვეა ანტიკორუფციული ბიურო არ აქვეყნებს მაღალჩინოსნების დეკლარაციებს. შეუძლებელია იმ ადამიანების შემოსავლების ან გასავლის ნახვა, ვისაც ფულს ბიუჯეტიდან ვუხდით. დეკლარაციები საჯაროდ აღარ ქვეყნდება, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. ანტიკორუფციული ბიურო არ გასცემს დოკუმენტაციას მოთხოვნის შემთხვევაშიც.
ანტიკორუფციული ბიუროს საპასუხო წერილში ვკითხულობთ, რომ დეკლარაციები საჯაროა, მაგრამ ეს დეკლარაციები, უბრალოდ, არ იძებნება.
მკვლევარების შეფასებით, დეკლარაციების გადამალვა პარტიული დავალებაა, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ პირნათლად შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ის დამოუკიდებელი უწყება უნდა იყოს. 2010 წლიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა დეკლრაციები დამალეს. სამოქალაქო საზოგადოებაში ეჭვობენ, რომ ეს შეზღუდვა სანქციებს უკავშირდება.
არ იქნება დეკლარაცია, არ იქნება პრობლემა - კორუფციიის მკვლევარებს ეს ახსნა აქვთ. დეკემბრის დასაწყისში დეკლარაციების ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელი გახდა. ანტიკორუფციულ ბიუროს მტკიცებით, ეს დროებითი ხარვეზი იყო.
რეალურად რა მიზანი აქვს დეკლარაციების გაქრობას ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.