საქართველოში სტუდენტების მხოლოდ 17% არის აცრილი

13.09.21 14:23
საქართველოში სტუდენტების მხოლოდ 17% არის აცრილი

საქართველოში სრულად ვაქცინირებული სტუდენეტების მხოლოდ 17%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ავრცელებს. გამყრელიძე მოუწოდებს სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, იმისთვის რომ სწავლა აუდიტორიებში დაიწყოს. 

სამწუხაროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. სტუდენტებში სრულად  აცრის მაჩვენებელი 17%, რაც დაბალია და მოვუწოდებ სტუდენტებს რომ უფრო აქტიურად ვიყოთ და მივცეთ მაგალითი, სტუდენტებში გვაქვს გადატანილი ინფექცია დაახლოებით 9.5%-ში" , - ამბობს ამრიან გამყრელიძე.