მთხოვა, საჯაროდ თქვი, ნუ მომიწოდებენ შიმშილობის შეწყვეტისკენო- გვარამია მზია ამაღლობელთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

28.01.25 22:48
მთხოვა, საჯაროდ თქვი, ნუ მომიწოდებენ შიმშილობის შეწყვეტისკენო- გვარამია მზია ამაღლობელთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

მზია არის ჩამოყალიბებული საკუთარ გადაწყვეტილებაში და პირველი რაც მთხოვა იყო ის, რომ გახვალ საჯაროდ თქვი, რომ ნუ მომიწოდებენ შიმშილობის შეწყვეტისკენ, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ის “ბათუმელების“ რედაქტორთან საპატიმროში როგორც ადვოკატი ისე შევიდა და მისგან მოისმინა ყველა ის დეტალი, რომელიც ამაღლობელს დაკავების შემდეგ თავს გადახდა.

გვარამიამ იმ სისასტიკეებსაც გაუსვა ხაზი, რომელიც დაკავებული ჟურნალისტის წინააღმდეგ, ირაკლი დგებუაძემ გამოიყენა.

ამასთან, გვარამიამ კაციტაძის უწყებას მოუწოდა, დაზარალებულად ცნოს მზია ამაღლობელი, რადგან მის მიმართ, დაკავების შემდეგ, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა.

მე მზია საპატიმროში გავიცანი, ამგრამ ზუსტად ვიცი, მას რა აქვს გაკეთებული. მზია არის უნიჭიერესი, პატრიოტი, რომელიც გაუძლებს შიმშილობას. მაგრმ ჩვენ მისი შესაძლებლობა არ უნდა გამოვცადოთ. მას ისეთი ძლიერი ხერხემალი აქვს, როგორც ადამიანს, იშვიათი შემხვედრია მსგავსი. ინფორმაციები გავცვალეთ, გარეთ რა ხდებოდა. მზია არის ჩამოყალიბებული საკუთარ გადაწყვეტილებაში და პირველი რაც მთხოვა იყო ის, რომ გახვალ საჯაროდ თქვი, რომ ნუ მომიწოდებენ შიმშილობის შეწყვეტისკენ. 

ის არ შეწყვეტს შიმშილობას და შესაძლოა ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეთ ამით. ის შიმშილობს იმიტომ, რომ ამ ფორმით უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის და საკუთარი სამშობლოს გადსარჩენად. რატომ ამ ფორმით? - იმიტომ რომ მას სხვა ფორმა რეჟიმმა არ დაუტოვა.

კაციტაძის უწყებას მოეთხოვება მხოლოდ ერთი რამ - მზია უნდა იყოს ცნობილი დაზარალებულად.

მზიამ მითხრა, რომ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა პროვოცირებული იყო,  რადგან ისეთი უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა, ყველა იმ ადამიანის მისამართით, რომელიც სტიკრებს აკრავდა, რომ ეს იყო ავტომატური რეაქცია. მითხრა, რომ 5 საათი მას არ ჰყავდა ადვოკატი, რადგან მათ არ უშვებდნენ შიგნით. ეს კაცი, რომელიც შეპყრობილია აგრესიით, ვგულისხმობ დგებუაძეს, არის მანქურთი, რომელსაც ბათუმის მიმართ  და მისი საზოგადოების მიმართ არანაირი სენტიმენტი არ აქვს ურბალოდ დაიჭირა დაიჭირა დამიანი, ვისზეც მისცეს დაალება და შემდეგ 36 წლის კაცმა დაწერა ჩვენებაში, რომ მზია ამაღლობელმა სილის გარტყმით ატკინა და ღირსია პატიმრობის. 

კოკა კაციტაძემ კეთილი ინებოს და თქვას, რომ ქალი, რომელსაც სახეში შეაფურთხა დგებუაძემ, რომელიც ყვიროდა, რომ არ გაუშვათ ტუალეტში ჩაიფსასო, ორჯერ მოაშორეს პოლიციელებმა, რომ არ დაერტყა და რომ ვერ დაარტყა შეაფურთხა, არის დაზარალებული წამების საქმეში“, - თქვა გვარამიამ

 

მსგავსი სიახლეები