ტესტირება განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავ უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა - ღიბრაძე

13.09.21 14:37
ტესტირება განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავ უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა - ღიბრაძე

ტესტირება განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავ უფასოა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ თქვა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასო და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია კონკრეტული სამიზნე ჯგუფები. მოგეხსენებათ, ეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე ასე მიმდინარეობს. ვისაც აქამდე უტარდებოდა უფასოდ როგორც „პისიარ“, ისე ანტიგენ ტესტი, კვლავ გაგრძელდება მათთვის უფასო ტესტის ჩატარება“, - თქვა  გიორგი ღიბრაძემ.

~