განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტი - დაკავებულია 2 პირი

29.01.25 10:38
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტი - დაკავებულია 2 პირი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტი - დაკავებულია 2 პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 83 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 403 600 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8-წლამდე ვადით", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები