ივანიშვილის "ქართუ ბანკის" მმართველი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს - "პირველების" ინტერვიუ ნატო ხაინდრავასთან

29.01.25 11:00
ივანიშვილის "ქართუ ბანკის" მმართველი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს - "პირველების" ინტერვიუ ნატო ხაინდრავასთან

 

 

ბიძინა ივანიშვილის ქონების მმართველი ნატო ხაინდრავა სასამართლოში გაძლიერებული დაცვით მიიყვანეს,  სხდომა კი საგანგებოდ მისთვის დახურეს. სხდომის დახურვა პორკურორმა მოითხოვა, მოსამართლემ კი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორი ნატო ხაინდარავა ერთ საათზე მეტია გიორგი ბაჩიაშვილის წინააღდმეგ ჩვენებას აძლევს. ხაინდრავამ და მისმა მოდგილემ იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უნდა ისაუბრონ, რომელიც ბაჩიაშვილსა და ივანიშვილის ბანკს შორის 10 წლის წინ გაფორმდა.

მედია დარბაზიდან მოიშორეს, ხაინდრავას მანდტურის სამსახური იცავდა, თუმცა ივანიშვილის ქონების მმართველთან   კითხვების დასმა "ტვ პირველმა" მაინც შეძლო და ჰკითხა თუ რა ჩვენების მიცემას აპირებს სასამართლო დარბაზში. 

"პირველების" კითხვაზე - მოპარა თუ არა ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიტკოინები - ნატო ხაინდრავამ ვერ უპასუხა. 

რა თქვენი საქმეა რა ჩვენების მიცემას ვაპირებ. რა შეკითხვაც იქნება და რაც ვიცი, იმის მიხედვით გავაკეთებ ჩვენებას. 

მე სასამართლოში ვაპირებ ჩვენების მიცემას. თქვენ პროკურორი ხართ? თქვენი საქმე არ არის მე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია მაქვს თუ არა. არაფერი არ არის შეთანხმებული ივანიშვილთან. მე რასაც შემეკითხებიან, იმაზე უნა ვისაუბრო", - განაცხადა ხაინდრავამ "პირველებთან"

სასამართლო დარბაზში შესვლამდე კი ბაჩიაშვილის დედის კითხვაზე, რისი ეშინია, ნატო ხაინდრავამ მუქარით უპასუხა: - "მე არაფრის, თქვენ უნდა გეშინოდეთ...მე რისი უნდა მეშინოდეს, მე ვარ მოწმე " 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.


 

მსგავსი სიახლეები