როგორ ცდილობს ანდრო ჭიჭინაძე მოქალაქეების დაცვას სპეცრაზმისგან - მსახიობის აქამდე უცნობი ვიდეო
ვრცელდებდა ანდრო ჭიჭინაძის უცნობი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს მსახიობი აგრესიული სპეცრაზმისგან მოქალაქეების დაცვას.
ცნობილი მსახიობი საპროტესტო აქციების ფარგლებში 5 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მსახიობი უკვე 56 დღეა ოლიგარქის რეჟიმის ტყვეობაშია - ანდრო ჭიჭინაძე გლდანის ციხის E კორპუსში, 66-ე საკანშია გამომწყვდეული.
28 წლის მსახიობის დაჭერის შემდეგ არ გასულა დღე, რომ ანდროს კოლეგებს მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება არ მოეთხოვათ - ისინი უპრეცედენტო მხარდაჭერას აჩვენებენ.