მოსმენა უზნეობაა, ცოტა ხნის წინ გამაფრთხილეს, რომ მისმენდნენ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

13.09.21 14:41
 მოსმენა უზნეობაა, ცოტა ხნის წინ გამაფრთხილეს, რომ მისმენდნენ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალციხისა და კუმურდოს ეპისკოპოსი, მეუფე ნიკოლოზი, არ გამორიცხავს, რომ მას უსმენენ. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ეს უზნეობაა. ტვ პირველთან საუბრისას მაღალი იერარქიის სასულიერო პირი არ ადასტურებს ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთიდან დიდი რაოდენობით თანხა გადაურიცხეს.

პირადად არ ვიცი, მისმენენ თუ არა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ მისმენდნენ, ყველას უსმენენ, მათ შორის ჟურნალისტებსაც, მე მოსმენაში პრობლემას ვერ ვხედვა, პრობლემა გასაჯაროვებაშია, თუ კანონით არ აქვთ მოსმენის უფლება, მაშინ ძალიან ცუდია, თუ მისმენენ.

 ეს მანკიერი პრაქტიკა წინა ხელისუფლებაშიც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. ეს არის უზნეობა და უმსგავსობა, ყოვლად დაუშვებელი.

ერთხელ პატრიარქს მიუტანეს ტელეფონი და უთხრეს, რომ ის არ ისმინებოდა. პატრიარქმა უარი განაცხადა: რად მინდა ისეთი ტელეფონი, რომელიც არ ისმინებაო. ეს ჰიპოტეტურია. 

მე თუ ვინმე დამირეკავს, წინასწარ გავაფრთხილებ, რომ ტელეფონი ისმინება.

თქვენ შეგიძლიათ, შეამოწმოთ ჩემი ანგარიში, შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთიდან ჩემს ანგარიშზე ფულის გადარიცხვა შეუძლებელია - განუცხადა ტვ პირველს მეუფე მიტროპოლიტმა.

ინტერნეტში გუშინ გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც მეუფე მიტროპოლიტის სავარაუდოდ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაზეა საუბარი.