ფსიქოლოგები ომბუდსმენს მოუწოდებენ, მზია ამაღლობელისთვის ექიმთა კონსილიუმი შექმნას

29.01.25 12:19
ფსიქოლოგები ომბუდსმენს მოუწოდებენ, მზია ამაღლობელისთვის ექიმთა კონსილიუმი შექმნას

საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები ომბუდსმენს მოუწოდებენ, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელისთვის კვალიფიციური ექიმთა კონსილიუმი შექმნას. 

ჩვენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ლეგიტიმურ ინსტიტუციას, გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ უზრუნველჰყოთ დარგში აღიარებული, კვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი პროტოკოლის და წესების დაცვით“, - წერია მიმართვაში, რომელიც მთავრდება სიტყვებით: „თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“.

შეგახსენებთ, რომ რეჟიმის ტყვე მზია ამაღლობელი საპატიმროში უკვე მე-18 დღეა შიმშილობს. 

მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები