მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა "ტელეიმედი" დატოვა
მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა "ტელეიმედი" დატოვა. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" განაცხადა. მსახიობი არ ასახელებს მიზეზს, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო რვა წლის განმავლობაში ნინი ბადურაშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „პრაიმ შოუს“ თანაწამყვანი იყო.
აღსანიშნავია, რომ ტელევიზიასთან თანამშრომლობის შეწყვეტა დროში ემთხვევა საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებს, რომლის 45 მონაწილე პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც. მსხიობის დაკავების გამო „ტელებიმედი“ დატოვა რუსკა მაყაშვილმაც.