ივანიშვილის მეუღლემ კიდე ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა - აბესაძე
ბიძინა ივანიშვილის მეუხლემ, ეკატერინე ხვედელიძემ კიდევ ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ირაკლი აბესაძე ავრცელებს.
ირკვევა, რომ ,,ჯი სი ეფ საქართველო” თანაინვესტირების ფონდია და აბესაძე ვარაუდობს, რომ სწორედ აქ მოიყრის თავს ყველა ის პროექტი, რომლის საბოლოო მშობელი კომპანია კაიმანის ოფშორულ ზონაში იყო რეგისტირებული.
სს ,,ჯი სი ეფ საქართველო” - 27 იანვარს ივანიშვილის მეუღლემ კიდე ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა. GCF - ეს თანაინვესტირების ფონდია და შესაბამისად, ალბათ აქ მოიყრის თავს ყველა ის პროექტი, რომლის საბოლოო მშობელი კომპანია კაიმანის ოფშორულ ზონაში იყო რეგისტირებული.
❗️ ეს მეექვსე სააქციო საზოგადოებაა (მათ შორის წლების განმავლობაში თითქმის უფუნქციოდ მყოფი) , რომლის ნებადართული კაპიტალი ამ ბოლო პერიოდში 100 მილიონი ლარით განისაზღვრა. მათი ჯამური განთავსებული კაპიტალი კი ჯერ 31 მილიონი ლარია.
✔️ საინტერესოა, მომავალში წილების განთავსების შემთხვევაში, ვინ შეიძლება შეავსოს 569 მილიონი ლარი მხოლოდ ამ 6 სააქციო საზოგადოებაში?
▪️ შეიძლება რუსებიც?!…"- წერს აბესაძე.