ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები - მამუკა ხაზარაძე

13.09.21 15:26
ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები - მამუკა ხაზარაძე

გავრცელებული ფარული ფაილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც სასულიერო პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ. 

ფაილებში ფიქსირდება "ლელოს" კიდერია, მამუკა ხაზარაძის სახელიც. ჩანაწერები კი სავარაუდოდ, იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა "თი ბი სი" ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო. 

ჩანაწერის მიხედვით, ხაზარაძე ერთ-ერთ მიტროპოლიტს უთხრა, რომ "ხელისუფლების მხრიდან იჩაგრება". 

მამუკა ხაზარაძემ დღეს "ტვ პირველს" უთხრა, რომ სიტყვა-სიტყვით შეესაბამება სიმართლეს ის ინფორმაცია, რომელიც დაშიფრულ ფაილებშია. 

ვადასტურებ, რომ გავეცანი ჩანაწერს და ფილიგრამულად ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები. ვადასტურებ, რომ ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები. ეს საუბარი მქონდა 2018 წელს, ან 2019 წლის დასაწყისში, როცა ჩვენზე დაიწყო მასიური, ორკესტრირებული შემოტევა. ჩემს თავს იმიტომ მივეცი ამის უფლება, რომ მეუფე თეოდორს დიდ პატივს ვცემ და ის აბასთუმანში ივანიშვილს ხვდებოდა. მეუფეს ვთხოვე, ივანიშვილისთვის ჩემი გზავნილი გადაეცა, რომ შეეჩერებინა აგრესია ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.  რა თქმა უნდა, ახლაც მისმენენ და ჟურნალისტებსაც უსმენენ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები